სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის,
ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი
ინსტიტუტი დაარსდა 2002 წლის სექტემბერში. 2004 წლის დეკემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების უმაღლესი სასწავლებელების სააკრედიტაციო კომისიის გადაწყვეტილებით #2-19/282, 15.02, ინსტიტუტმა სახელმწიფო აკრედიტაცია მიიღო და თეოლოგის კვალიფიკაციით ბაკალავრის დიპლომის გაცემის უფლება მოიპოვა. 
ზოგადი ინფორმაცია: ინსტიტუტის სასწავლო პროცესი სრულფასოვან ქრისტიანულ სწავლებას ეფუძნება, რითაც გამოირჩევა სხვა უმაღლეს სასწავლებელთა შორის. სასწავლო პროგრამა ქართული, ეროვნული, კულტურის თავისებურებების გათვალისწინებითაა შედგენილი; კერძოდ:
- საქართველო უძველესი ქვეყანაა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ქრისტიანობა (337 წ)
- გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში სხვადასხვა კულტურებისა და ტრადიციების (აღმოსავლური, დასავლური, ბიზანტიური, რომაული, ასირიული, სომხური, სლავური ქვეყნებისა და სხვ) გადაკვეთა მოხდა.
- V საუკუნეში ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო. საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა. ამავე დროს ისტორიული განვითარების მანძილზე, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, საქართველო სხვა რელიგიებისადმი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა. უკვე XII საუკუნიდან დასაბამს იღებს კათოლიკური ტრადიცია.
- 200 წლის მანძილზე საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ბოლო პერიოდში კი ტოტალიტარული რეჟიმის ზეწოლას განიცდიდა.
ადგილმდებარეობა: ინსტიტუტი ქალაქის ცენტრში, მის უძველეს ნაწილში მდებარეობს (თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე), მართლმადიდებლური და კათოლიკური საკათედრო ტაძრების მახლობლად. აქვეა (მეჩეთი, სინაგოგა, სომხური სამოციქულო ეკლესია).
ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, ქრისტიანული კულტურისა და თეოლოგიის ცენტრი, ასევე,ტურისტული სააგენტო ეზოშია განთავსებული. დაწყებულია ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა. ამავდროულად გრძელდება ინსტიტუტის კეთილმოწყობის სამუშაოები.
სასწავლო სისტემა და მიზნები: ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დამფუძნებელთა საერთო კრების მიერ არჩეული რექტორი. სამეცნიერო და სასწავლო პროცესის ორგანიზაციაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ პრორექტორებს. საოფისე სამუშაოს და საჭირო დოკუმენტაციის შედგენას აწარმოებს ორი მდივანი. სასწავლო სისტემა თეოლოგიური, ისტორიული, ფილოსოფიური და კულტურული დისციპლინების საფუძვლიან შესწავლაზეა დაფუძნებული.
ინსტიტუტში ისწავლება: თეოლოგიური, ისტორიული, ფილოსოფიური დისციპლინები, რელიგიების ისტორია, ქრისტიანული ხელოვნებისა და სასულიერო მუსიკის ისტორია, მშობლიური ენა და ლიტერატურა, აგრეთვე ძველი ენები (ძვ. ქართული, ლათინური, ძვ. ებრაული, ძვ. ბერძნული) და თანამედროვე (ინგლისური, გერმანული, იტალიური).
ინსტიტუტის მიზანია: ქრისტიანული თეოლოგიის განხრით სპეციალისტების მომზადება, რომელთაც შემდგომში შესაძლებლობა მიეცემათ გააგრძელონ სამეცნიერო-პედაგოგიური და საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ლექციებს კითხულობენ მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური პედაგოგები. ამჟამად ინსტიტუტში სწავლობს 54 სტუდენტი (მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ბაპტისტები, ლუთერანები, სომეხ-კათოლიკენი, ასირო-ქალდეველები და სხვა), რომლებიც ცდილობენ დაეუფლონ ფუნდამენტურ-თეოლოგიურ ცოდნას და ....
|